მთავარისიახლეებიპოლიტიკამელიას ჯერ არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი?

მელიას ჯერ არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი?

Published on

ნიკა მელიას პოლიტიკური გზავნილები 224-ე საკნიდან კობა ნაყოფიამ გამოიტანა. იქნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მელია თბილისის მერობის კანდიდატი, ოპოზიციონერ ლიდერს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მძევლობის დასრულების შემდეგ, ნიკა მელია ამ საკითხზე ჯერ თანაგუნდელებთან, შემდეგ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან კონსულტაციებს გამართავს. 

მისი გათავისუფლების გზებზე კი უცვლელი პოზიცია აქვს და ამბობს, რომ თავისუფლება, 20 ივნისის მოძალადე პოლიციელებისა და ჯალათების ამნისტიაზე არ გაიცვლება.

მელიამ ციხის საკნიდან გიორგი ვაშაძის განცხადებებსაც უპასუხა, როდესაც “დღის სტუმარში” სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ენმ-ს თავს დაესხა. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები დღეს ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ რომ კანონპროექტი ამ ფორმულირებით მიღებული არ იქნება, თუმცა როგორ ამას ვეღარ აკონკრეტებდნენ. 

20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის ამ ვერსიით გამოდის რომ ქართული ოცნება ნიკა მელიას ციხეში ტოვებს, რადგან მელია ამნისტიას არ თანხმდება.

პოზიცია არ ცვლის მმართველი პარტიაც და აცხადებდნენ, რომ პირველი მუხლის სადავო ჩანაწერს პროექტიდან არ ამოიღებენ. 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...