,,გიორგი ვაშაძე ცდილობს ამ სიტუაციიდან ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა” – კობა ნაყოფია

0
464

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია შეხვდა.

როგორც ნაყოფიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტის მიზანს ნიკა მელიას ციხეში ჩატოვება წარმოადგენს.

“ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის კანონი კი არ შეიტანა განსახილველად, არამედ შეიტანეს კანონი, თუ როგორ უნდა ჩატოვონ ადამიანი ციხეში. რეალურად, იციან წინასწარ მისი პოზიცია, ამ ამნისტიასთან დაკავშირებით და მის თანხმობას ითხოვენ კანონით. უპრეცენდენტო შემთხვევაა, საერთოდ, მსოფლიოს იურისპრუდენციაში ასეთი ამნისტია მე არ გამიგია. საერთოდ, ვიტყოდი, რომ უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში გიორგი ვაშაძის მხრიდან. მე მესმის მათი, იჩქარეს თავის დროზე, ახლა ცდილობს გიორგი ვაშაძე, რომ ამ სიტუაციიდან ლამაზად გამოვიდეს. მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა განსაკუთრებით გუშინ, იმედია, რომ დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება”, – ამბობს კობა ნაყოფია.

“ნაციონალურ მოძრაობას გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრობისგან დაიხსნას და არა ის, რომ მის ზურგს უკან იმალებოდეს. თუ სიმართლე გინდათ. მე ამას არასდროს გავაკეთებ კოლეგა პარტიასთან მიმართებითაც კი”. 

– ამბობს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, პარლამენტში შესული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”.

წინა სტატიამელიას ჯერ არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი?
შემდეგი სტატიაბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური