მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს იყო პოლიტიკური მასკარადი - სამეგრელოს გუბერნატორი ,,ევროპული საქართველოს" ბრალდებას პასუხობს

ეს იყო პოლიტიკური მასკარადი – სამეგრელოს გუბერნატორი ,,ევროპული საქართველოს” ბრალდებას პასუხობს

Published on

სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი, მამუკა თორია, ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ბრალდებას პასუხობს. მამუკა თორია აცხადებს, რომ დემაგოგია და პოლიტიკური მასკარადია ის ბრალდება, რაც აღნიშნულმა პარტიამ ბიუჯეტის უმართებულო ხარჯვასთან დაკავშირებით გააჟღერა.

ეს არის ელემენტარული ხარჯები, რაც სჭირდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და მუშაობისთვის. ბიუჯეტი არის მაქსიმალურად შემცირებული, პირიქით, გვაქვს ეკონომიები. რაც შეეხება ხარჯებს, მუდმივად ხდება ყოველწლიურად მისი შემცირება და ოპტიმიზაცია. ის, რაც დღეს თქვენ იხილეთ, არის იაფფასიანი პოლიტიკური მასკარადი. ეს არის სრული დემაგოგია და თქვენ შეგიძლიათ, დეტალური ბიუჯეტი ნახოთ და გაეცნოთ. პირიქით, ჩვენ გვაქვს ეკონომია და მხოლოდ სამი თვის განმავლობაში 30 ათასი ლარის დანაზოგი გვაქვს – აცხადებს სამეგრელოს გუბერნატორი.

,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მონაწილეობით გამართული თათბირი ბიუჯეტს 3000 ლარი დაუჯდა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...