მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე იაკობი - გახარია ჩემთვის მესამე ძალა არ არის, მითხარით დადებითი რა...

მეუფე იაკობი – გახარია ჩემთვის მესამე ძალა არ არის, მითხარით დადებითი რა გააკეთა?

Published on

თუ დავინახე რომ ოპოზიცია ასე რუსეთისკენ მიგვათრევს, სხვა ძალებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ, მეორე ადგილზეც ვეღარ გავლენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ქვეყანა ძალიან აურია.

„ვის დავუჭერთ მხარს? ვის ვგულისხმობ ნახავთ. ისეთები იქნებიან გაიმარჯვებენ, ნახავთ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალონ ხმები. თუ არ მოისვენებენ მიიღებენ მაგას, იმიტომ რომ ძალიან აურიეს ქვეყანა. ვის რა გაუკეთებია, რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ თუ 2008- ში არ გარბოდნენ ქვეყნიდან? რაც ერი ვართ, იმას ვირჩევთ ხოლმე. რაც შეეხება გახარიას, გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს. დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. 200 ათას ლაიქს ვინც უკეთებდა, კარგად ნახეთ, ზურგს უკან ვინ ედგა,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...