მთავარისიახლეებისამართალიევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება

Published on

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ოცნების ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება.  საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება – ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.​

სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგიდან უკვე გადმოგზავნეს კითხვები – ევროსასამართლოს აინტერესებს, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლი, რაც გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ასევე – დაირღვა თუ არა კონვენციის მე-18 მუხლი, რასაც სტრასბურგი ძალიან იშვიათად ადგენს. და საქართველოსთან მიმართებაში ამ მუხლის დარღვევა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის საქმეზე აქვს დადგენილი.

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებები პირის პოლიტიკური ნეიტრალიზაციისთვის იწყება.

საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევა.

აღნიშნულ კითხვას ევროსასამართლო ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სვამს. იმის გამო, რომ შეწყალება დანაშაული არაა და ის პრეზიდენტის დისკრეციაა, ისმის კითხვა – როცა არ არსებობს დანაშაული, როგორ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სარჩელებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გასულ წელს მიმართა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაცია არ ითხოვს და მას უბრალოდ სურს დადგინდეს სიმართლე 

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...