მთავარისიახლეებისაზოგადოებათეოლოგების ნაწილი სინოდს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე

თეოლოგების ნაწილი სინოდს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე

Published on

თეოლოგების ნაწილი სინოდს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე. თეოლოგების შეფასებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მისი ჩასვლის დღიდან მდგომარეობა “სამარცხვინო” და “სახიფათო” ნიშნულს მიუახლოვდა.

“მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სტეფანემ საკითხთა იურიდიულ სიბრტყეზე განხილვის ნაცვლად, პროვოკაციულ ქადაგებებსა და მოწოდებებს მიმართა, რომელმაც მხარეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა და სხვებმა.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მობილიზებულმა ზონდერ ჯგუფებმა ბზობის დღესასწაულზე, სალხინოში, მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სნეულებაში მყოფ დიაკონ ანანია კალანდიას და მრევლის სხვა წარმომადგენლებს. ამავე დღესასწაულზე მოძალადეები გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული აგრესიით.

ამ ყოველივეს ფონზე კი უმთავრესი ტრაგედია არის ის, რომ ეკლესიაში დაიკარგა ჭეშმარიტების დამოწმების საჭიროება, ინსტიტუციონალური გაგება, სახარებისეული სულისკვეთების რწმენა და ემპათია. სიმკაცრემ, რომელიც უსიყვარულოა – წარმოშვა შიზოფრენია, მიზანთროპია და შურისმაძიებლობა მმართველ რგოლში – “ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ” (რომ.1,22).

ჭყონდიდის ეპარქიის დასჯილმა სასულიერო პირებმა აპელაციით მიმართეს წმინდა სინოდს, რომელმაც უნდა განიხილოს მიტროპოლიტ სტეფანეს რევანშისტული, არაკანონიკური და თვითნებური გადაწყვეტილებები.

მოვუწოდებთ წმინდა სინოდს საეკლესიო ერთობის დაცვისა და შფოთის აღმოფხვრის მიზნით: უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რადგან ეპარქიაში მისი ჩასვლის დღიდან მდგომარეობა სამარცხვინო და სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა, რაც კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარება”,-ნათქვამია ეპისტოლეში.

გარდა ამისა, თეოლოგების განცხადებით, სარდიკიის კრების მე-4 კანონის თანახმად, “იქამდე, ვიდრე არ განიხილება მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წამოჭრილი საბრალდებო  საკითხი,  წმინდა სინოდს არ აქვს  უფლება,  მის ნაცვლად დაადგინოს სხვა რომელიმე მღვდელმთავარი ჭყონდიდის კათედრაზე”. შესაბამისად, როგორც თეოლოგები ამბობენ, ჭყონდიდის ეპარქიაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება “უკანონობის გაგრძელებად აღიქმება”.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...