მთავარისიახლეებისაზოგადოებავინც სასაფლაოზე შესვლის აკრძალვას დაარღვევს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება

ვინც სასაფლაოზე შესვლის აკრძალვას დაარღვევს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება

Published on

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ვინც სასაფლაოზე შესვლის აკრძალვას დაარღვევს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. სასაფლაოებზე შესვლა, მთავრობის დადგენილებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით იკრძალება, მთელი საქართველოს მასშტაბით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

შსს-ის განცხადებით, 2 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 30 აპრილს თქვა, რომ ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ საფლავზე.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...