მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში "სინოვაკის" ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა

საქართველოში “სინოვაკის” ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა

Published on


წუხელ, 29 არილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “სინოვაკის” ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი დაფრინდა.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციასგაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები.

ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციას 3 მაისს. გადაწყვეტილებას განხილვიდან რამდენიმე დღეში მიიღებენ. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები 15 მარტიდან მიმდინარეობს. Pfizer-ის 29 500 დოზით ვაქცინაცია კი, მარტის ბოლოს დაიწყო. ამჟამად, ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, ორგანოგადანერგილ პაციენტებს, დიალიზზე მყოფ პირებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...