მარცხის თუ გამარჯვების ფორმულა

0
347

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე  თვლის, რომ 2021 წლის არჩევნებზე მარცხის ფორმულა იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერს. მისი თქმით, დიდი ალბათობით, თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება.

,,ეს არის მარცხის ფორმულა, თუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავუჭერთ ოპოზიცია მხარს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ვიცით, როგორ მთავრდება არჩევნები – ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის პოზიცია. ამ საკითხზე არასწორია ახლა დისკუსია, საპატიმრო დაწესებულებაშია პოლიტპატიმარი ნიკა მელია -თქვა გიორგი ვაშაძემ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე  გიორგი ვაშაძის პასუხად ამბობს, რომ არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე დაამარცხებს.

“არავის არ დაუშლია არასდროს არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის, თუნდაც ისანში, მე და გიორგი ვაშაძე კონკურენტები ვიყავით. ჩემი მოსაზრება და ზოგადად ხალხის განწყობაც ასეთია, რომ ნიკა შესაძლებელია და აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ჩემი სუბიექტური წარმოდგენით, ერთიანი კანდიდატი. 

არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის გარეშე ჩვენი მხარდამჭერების გარეშე”. – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილი სვამს კითხვას: ნიკა მელია, რომელმაც გლდანში ბეჭებზე დადო ქართული ოცნება, თურმე ყოფილა წაგების ფორმულა და გიორგი ვაშაძე რას გვთავაზობს, ვინ არის მოგების ფორმულა?

ჩემი პატივისცემის მიუხედავად, გიორგის ჰგონია, რომ 2-3 %-იანი პარტიით დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს? ან როგორ აპირებს 600 ათასი ადამიანის გარეშე ოლიგარქის დამარცხებას?

წინა სტატია,,პატარძლის არ იყოს, არ ამცდა” – შალვა ნათელაშვილი კორონავირუსზე
შემდეგი სტატია“ნუ მატყუებ. მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი”- ერთი აქტივისტის აქციის მესამე დღე ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური