მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,აშშ-ის საელჩოს განცხადება უსამართლოა ''- ქართული ოცნების დეტუტატი ნიკოლოზ სამხარაძე

,,აშშ-ის საელჩოს განცხადება უსამართლოა ”- ქართული ოცნების დეტუტატი ნიკოლოზ სამხარაძე

Published on

“ვფიქრობ, უსამართლოა, იმიტომ, რომ იქ შინაარსზე არ არის არაფერი, თვითონ კანონმდებლობის შესახებ არ წერია, არის პროცედურაზე”. – ქართული ოცნების დეტუტატი ნიკოლოზ სამხარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სამხარაძის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ კანონმდებლობის ცვლილება ოპოზიციასთან საკმარისად განხილული არ იყო, მაგრამ კომიტეტზე ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილნი იყვნენ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიელება იყო, რომელმაც გააუქმა დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა და პარლამენტს დაავალა, ეს ცვლილებები აესახა კანონმდებლობაში პირველ მაისამდე. აქედან გამომდინარე, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ეს ასე არ იყო, იმიტომ, რომ კომიტეტზე ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილნი იყვნენ გუშინაც და გუშინწინაც და იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და კომიტეტებზე არ დადიან, ძალით კომიტეტის სხდომებზე ვერ მოვიყვანთ”. – თქვა სამხარაძემ

სამხარაძის თქმით, კანონმდებლობის სწრაფად განხილვა მოხდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნილ ვადებში დამტკიცება.

“ყველა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არის მთავარი, მათ შორის, საქართველოშიც, შესაბამისად, ეს პასუხი, რომ ჩვენ ვადებს ვერ დავარღვევდით, იმ ვადებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიწესა, ამ ვადების დაურღვევლობის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”. – ამბობს სამხარაძე

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...