მთავარისიახლეებისაზოგადოებაამინდი სააღდგომოდ და აღდგომას

ამინდი სააღდგომოდ და აღდგომას

Published on

1, 2 და 3 მაისს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 1 მაისს, ზოგიერთ რაიონებში ნავარაუდევია მცირე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +8°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +29° სითბო იქნება.

პირველ მაისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, 2 და 3 მაისი აქაც უნალექოდ ჩაივლის. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +4°იქნება, ხოლო დღისით ჰაერის აქაც +27°-მდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მაისის პირველი სამი დღე მცირე წვიმას ელოდებიან, ღამით მინიმალური ტემპერატურა +9° ხოლო დღისით +26° გრადუსამდე დაფიქსირდება.

იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +3°, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +25° დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში პირველ და 2 მაისს მცირე წვიმას ელოდევიან, ხოლო 3 მაისს დღე უნალექოდ ჩაივლის. სამდღიან მონაკვეთში, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +12° იქნება, დღისით კი მაქსიმალური ნიშნული +26°-ს მიაღწევს. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...