მთავარისიახლეებიპოლიტიკავენეციის კომისია კლანის დაშლისთვის - სამი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოებში მეტი გამჭვირვალობის ...

ვენეციის კომისია კლანის დაშლისთვის – სამი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოებში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის

Published on

ვენეციის კომისია მიესალმება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები. თუმცა გასცემს რეკომენდაციებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს გამჭვირვალობისა და კანდიდატების თანასწორობისთვის.

კერძოდ, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციებია:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა, მანამ სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება

ვენეციის კომისიის დასკვნა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ითხოვა. დასკვნა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომზადდა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...