მთავარისიახლეებისაზოგადოებამიიღებს თუ არა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას - გადაწყვეტილება დღეს...

მიიღებს თუ არა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას – გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

Published on

ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან.

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებმა ჯანმოს ავტორიზაცია დღეს უნდა მიიღონ.

სპეციალისტების ცნობით, AstraZeneca-სა​ და Pfizer​-ისგან განსხვავებით, რომლებიც თანამედროვე მეთოდებითაა დამზადებული და DNA-სა და RNA-ს ემყარება, Sinopharm-ი და Sinovac-ი ტრადიციული მეთოდით მზადდება. ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა, რადგან კვლევის შედეგები სრულყოფილად არსად გამოქვეყნებულა.

საქართველოში უკვე შემოსულია Sinopharm-ის 100 000 დოზა, ხოლო საჩუქრად გადმოცემულ Sinovac-ის 100 000 დოზას ქვეყანა ჯერაც ელოდება.

საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 18+ ასაკის ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჩინური ვაქცინით აცრის პროცესი, ქვეყნის მასშტაბით, 4 მასისიდან დაიწყება.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...