მთავარისიახლეებისაზოგადოებავაქცინაციის პროცესი და სტატისტიკა - პრიორიტეტული ჯგუფები

ვაქცინაციის პროცესი და სტატისტიკა – პრიორიტეტული ჯგუფები [Video]

Published on

საქართველოს მთავრობამ  ქვეყანაში COVID-19  ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.

2021  წლის 13 მარტს შვედურ-ბრიტანული კომპანია ასტრაზენეკას წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა, რომელიც ქვეყნისთვის COVAX პლატფორმიდან გამოიყო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით უკვე საქართველოში ჩამოვიდა.  25 მარტსქვეყანაში „ფაიზერის“ 29 250 დოზავაქცინა ჩამოვიდა, ოქსფორდ-ასტრაზენეკასა და ფაიზერ-ბიონტექეტის შემდეგ,საქართველოში ჩინური სინოფარმის  ვაქცინის 100 000 დოზა  შემოვიდა.ჩინური სინოფარმის ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აპრილის ბოლოს იგეგმება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.27 აპრილიდან საქართველოში უკვე იწყება სინოფარმის ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია, ხოლო თავად ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობს.   სულ აცრილია – 34897,   დღიურად იცრება დაახლოებით  – 1560 .

დღესდღეობით, აცრა შეუძლიათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს. აცრა შეუძლიათ ოკუპირებული ტერიტორიების მედპერსონალსა და რისკ-ჯგუფებს.

ამ დროისთვის შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომელზეც ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება ყველა მსურველს შეუძლია. დღეის მდგომარეობით წინასწარი რეგისტრაცია გაიარა  53,582 პირმა. 51 318 ადამიანი პრიორიტეტედად ირჩევს ფაიზერს, მას მოსდევს მოდერნა, აქ რეგისტრაცია გავლილი აქვს 24 660 ადამიანს, შემდეგ მოდის ასტრაზენეკა, სადაც დარეგისტირებულია 10 197 ადამიანი და ა.შ. 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...