მთავარისიახლეებისაზოგადოებაუცნობი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგება, მათ გათავისუფლებას ითხოვს და აქციებს...

უცნობი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგება, მათ გათავისუფლებას ითხოვს და აქციებს აანონსებს

Published on

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი და ვატო შაქარაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ამ თემაზე “აი ია”-ს დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს.

“საზოგადოება გაერთიანდა პოლიტმედია პატიმრების დასაცავად. სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტონული დოკუმენტი და უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები, უნდა დავიცვათ პოლიტმედია ტერორისგან”, – თქვა ვატო შაქარაშვილმა. 

მისივე თქმით, ხვალ, 29 აპრილს ხელმოწერებით მივლენ საქალაქო სასამართლოსთან და ადვოკატები თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.

“უცნობმა” აღნიშნა, რომ გიორგი მუმლაძე, რომელიც “პოლიციელს კბენს” გირაოთი გაათავისუფლეს და გაუგებარია რა დააშავეს ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა. ამავე თემაზე:

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს.15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...