მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,უმძიმესი დანაშაული, რომლის ამნისტირება და პატიება ხდება, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს ნიკა მელიას''...

,,უმძიმესი დანაშაული, რომლის ამნისტირება და პატიება ხდება, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს ნიკა მელიას” – რას ქადაგებს ოცნება პაპუაშვილის პირით

Published on

ქართული ოცნების დეპუტატის შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე საქმეებიდან, რომელთაც ამნისტია შეეხება, ყველაზე მძიმე ბრალი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს წაყენებული. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ამაზე უფრო მძიმე დანაშაული, თუკი არის ჩადენილი, ამნისტიაში ვერ მოხდება.

“20 ივნისთან დაკავშირებით ვხვდებით, დაახლოებით, რა ტიპის დანაშაულთან შეიძლება გვქონდეს საქმე და ვიცით მიმდინარე საქმეები. მიმდინარე საქმეებიდან გამომდინარე, დღესდღეობით, ალბათ, უმძიმესი დანაშაული, რომლის ამნისტირება და პატიება ხდება, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს ნიკა მელიას. თუ ვივარაუდებთ, რომ ბრალი დამტკიცდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული მაქვს აქვს ჩადენილი. ესაა ძალადობის ორგანიზება, ძალადობაში მონაწილეობა”, — ამბობს პაპუაშვილი.

როგორც დეპუტატი ამბობს, თუკი ნიკა მელიას ეპატიება სავარაუდო დანაშაული, მაშინ იგივე შეიძლება სხვა უფრო მსუბუქ მუხლებზე გავრცელდეს.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...