მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თუ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს ჩემი რომელიმე ჰალსტუხი მოეწონა, შუმიძლია გავუგზავნო'' -...

,,თუ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს ჩემი რომელიმე ჰალსტუხი მოეწონა, შუმიძლია გავუგზავნო” – არჩილ თალაკვაძე

Published on

,,თუ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს ჩემი რომელიმე ჰალსტუხი მოეწონა, შუმიძლია გავუგზავნო”. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატიმა არჩილ თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“ეს კომენტარი არ ეხებოდა მოლაპარაკებებს, ჯერ ერთი. მან ეს თქვა პრეზიდენტთან გამართულ ვახშამზე, სადაც მინდა გითხრათ, რომ კოვიდპანდემიის გამო ჩვენ საკმაოდ დისტანციით ვისხედით ერთმანეთთან და სიტყვა ,,კინაღამ” კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია.

მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ძალიან ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავის ოპოზიციონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და დაამშვიდეს. სხვა ამის იქეთ პროცესი არ წასულა. თუ რომელიმე ჰალსტუხი მოეწონა, მე შემიძლია ეს გავუგზავნო, ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა. რომელი ჰალსტუხიც მოეწონება აუცილებლად გავუგზავნი”, — თქვა თალაკვაძემ.

23 აპრილს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში ქართულ ოცნებასთან შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ თალაკვაძეს “კინაღამ ჰალსტუხი მოახია”

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...