მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

Published on

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე მხოლოდ ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია, რომ პრეზიდენტმა ზაზა გახელაძის ოჯახი ორბელიანების სასახლეში მიიღო.

ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა დღეს განაცხადა, რომ ოჯახი მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების მოთხოვნით აქციების გამართვას აპირებს. მან პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა.

ზაზა გახელაძე კასპში გასული წლის 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”. რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...