მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ'' - სალომე...

,,ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ” – სალომე სამადაშვილი

Published on

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხეს დატოვებს, ის პარტიიდან წამოვა. წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ის დარჩეს პარტიის რიგებში, დეპუტატი პასუხობს: “არ მგონია, გამოვრიცხავ”.

“ოფიციალური განაცხადი პარტიის წევრობის დატოვებაზე არ გამიკეთებია ჯერ, ვთქვი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ ნიკას გათავისუფლების შემდეგ. არ მგონია, გამოვრიცხავ [დავრჩე პარტიის რიგებში], მაგრამ ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე გავაკეთებ ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ”, — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი შარლ მიშელის შეთანხმებას ნაციონალური მოძრაობისგან დამოუკიდებლად შეუერთდა. მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა ხელმოწერაზე ენმ-ს გადაწყვეტილება  გააკრიტიკა, პარტიის ხმარდამჭერები მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ.

ამას მოყვა სამადაშვილის განცხადება, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი თქმით იგი პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენს

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...