პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას საპატიმროში შეხვდა. მისი თქმით, მელიას მთავარი გზავნილია, რომ დღეს ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთობა.
“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა არის ძალიან მხნედ. არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე გიორგის გარდა, ვნახავთ ნიკასაც”, — განაცხადა სამადაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.
.სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ნიკა მელია საპატიმროს მალე დატოვებს.
„ ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“,-აცხადებს სამადაშვილი.