სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყერულმა პროცესმა პრობლემები შექმნა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ბოგირი დააზიანა, რის გამოც 15-მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს. გარე სამყაროს მოწყვეყილია 12 ოჯახი.
ამ დროისათვის ადგილზე გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციის ნორმალიზებისთანავე დროებითი ხიდი მოეწყობა.
ადგილზე ჩასვლას და მდგომარეობის მიზეზების შესწავლას გეოლოგები დღეს გეგმავენ.