მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

Published on

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა. ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის ნაწილი დღეს, 27 მარტს პარლამენტში შევიდა და ამნისტიის კანონი დარეგისტრირდა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

ამის შემდეგ, 2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა, თუმცა ეს პირობა “ოცნებას” სხვა მრავალი დაპირების მსგავსად, არ შეუსრულებია.

8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...