მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი რურუას პირველი კომენტარები ციხიდან გამოსვლის შემდეგ

გიორგი რურუას პირველი კომენტარები ციხიდან გამოსვლის შემდეგ

Published on

“მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მეწილემ გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. გლდანის ციხიდან ის ამ წუთებში გამოვიდა და პირველი კომენტარები გააკეთა. 

,,თავისუფლებას ჯერ ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, არის მადლობა ვუთხრა შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ევროპარლამენტარებს…

…პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიომრობა.

გიორგი რურუა ამბობს, რომ ნიკა მელიას ადგილას ევროკავშირის გირაოს შეთავაზებას მიიღებდა, გარდა ამისა, როგორც რურუა თვლის, პარლამენტში ენმ-ც უნდა შევიდეს.

,,მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო ევროკავშირის გირაოს მივიღებდი, მეს ნიკასი მესმის, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ მალე დატოვოს…ვფიქრობ, რომ ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ნაციონალური მოძრაობაც უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც – ამბობს რურუა.

წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი ყველასთვის ნათელია, ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

რაც შეეხება შეწყალებას [შეთანხმების] შესრულებას არ ველოდი და ეს გასაგებია რატომაც- 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ მოუწიათ ტყუილის თქმა და სიტყვის გატეხვა და თქვენც არ ენდობით მათ, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხავს.შეწყალებით, მე მგონი, თავისი დანაშაული გამოასწორეს, მე შესაწყალებელი არაფერი მქონდა.. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს მეღიარებინა დანაშაული, 8  მარტის შეთანხმების შემდეგ, მაგრამ უარი ვთქვი, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – ამბობს გიორგი რურუა.

გიორგი რურუამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არის აქტიური მოქლაქე და ასეთი დარჩება, მაგრამ პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა.

,,ჩვენც უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პრატფორმიდან“, – აღნიშნა მან.

სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...