მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი რურუას გათვისუფლება შეთანხმების პირველიშედეგია, ახლა ნიკა მელიაც, რაც შეიძლება, სწრაფად დაუბრუნდეს...

გიორგი რურუას გათვისუფლება შეთანხმების პირველიშედეგია, ახლა ნიკა მელიაც, რაც შეიძლება, სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს – სალომე სამადაშვილი

Published on

ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ – ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გიორგი რურუას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და შეუპოვრად უზრუნველყონ შეთანხმების განხორციელება.

„ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს დღეს, როდესაც ისინი ნახავენ , რომ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც წელიწადნახევარია ველით, მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ დავხუროთ საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. შემდეგ არჩევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი უკვე ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის ამ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით. ეს არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ეს არის ის შეთანხმება, რომლის განხორციელებაც დღეს დაიწყო აქ საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ვაპირებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად და შეუპოვრად ვუზრუნველყოთ ამ შეთანხმების განხორციელება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...