“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პარლამენტში შესვლის შემდეგ, პელანრულ სხდომაზე პირველი განცხადება გააკეთა. ვაშაძის თქმით, დღევანდელი დღე არის 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ისაუბრა:
“საკმაოდ რთული დღეა დღეს. 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, გავდავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს ეს კრიზისი მოგვარებული არ არის.
შარლ მიშელის შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და ჩვენ შევთანხმდით, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გათავისუფლეს ეს ორი პოლიტიკური პატიმარი პასუხისმგებლობისგან. შარლ მიშელის დოკუმენტში აღიარებულია, რომ არის ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემა. რომ საქართველოში არის მიკერძოებული სასამართლო სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტით შევთანხმდით, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც არი ს 20 ივნისის მონაპოვარის იმპლემენტაცია. შარლ მიშელის დოკუმენტით შევთანხმდით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს ძალიან დიდი ლეგიტიმაციის პრობლემა”, – თქვა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტზე არამარტო თანხმდებიან, არამედ აღასრულებენ ყველა იმ საკიხთს, რაც დოკუმენტითაა გათვალისწინებული.