,,მარტვილში ჩემი ჩასვლის მიზანი კი არა ვინმეს მხადაჭერა, არამედ ღვთისმსახურებაზე დასწრება იყო” – ვარლამ გოლეთიანი

0
238

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი Facebook live-ში განმარტავს, რა მიზნით ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტერში

იგი ამბობს, რომ მამამისი სასულიერო პირია, ის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის წევრია, რომლის მმართველიც და მიტროპოლიტიც ჭყონდიდთან ერთად, მეუფე სტეფანეა. მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი, ცაგერში იმ ეკლესიის მრევლის წევრები არიან, სადაც მიტროპოლიტი სტეფანე ღვთისმსახურებას აღავლენს. მარტვილში ვიზიტის მიზანი კი არა ვინმეს მხადაჭერა, არამედ უბრალოდ ღვთისმსახურებაზე დასწრება იყო.

“მგონი, უკვე არავისთვის დამალული და უცხო არ არის, რომ ეპარქია, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვგულისხმობ ცაგერის და ლენტეხის ეპარქიას, ასევე, არის მეუფე სტეფანე მისი მმართველი და მეუფე სტეფანე გახლავთ, ასევე, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც. მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან, იცით თქვენ ამის შესახებ და ჩვენ, მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც მეუფე აღავლენს ღვთისმსახურებას. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, ხშირად დავდივართ თავად ცაგერში, სხვადასხვა დღესასწაულებზე და ბუნებრივია, როცა მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და დღეს იქ უნდა აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და დავსწრებოდით ტრადიციულად აღსრულებაზე ამჯერად ჭყონდიდში. […] გვინდა, რომ კანონზომიერება ავხსნათ ამ პროცესების, უფრო სწორად, ის, რომ ჩვენ ვართ ზოგადად ეკლესიის წევრი ადამიანები და ვიყავით ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასული ჭყონდიდში”, — განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რომ გუმათში, მათ აქციებზე, როდესაც არანაირი დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს, პოლიციის დიდი მობილიზებაა და ჭყონდიდში, სადაც დაპირისპირების რეალური საფრთხე იყო პოლიციელები მშვიდობას არ უზრუნველყოფდნენ. როგორც გოლეთიანი ამბობს, იქ დაპირისპირების პროვოცირება ხდება.- ამბობს გოლეთიანი.

სალხინოს მამათა მონასტერში, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, გუშინ ვარლამ გოლეთიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, მას სურდა, ეპარქიაში ცხოვრება მშვიდობიანად გაგრძელებულიყო, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგი იყო “რომელიმე მხარის” არჩევის

წინა სტატია26 აპრილიდან 28 აპრილამდე ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატია26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 ადამიანი, დადასტურდა 521 ახალი შემთხვევა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური