მთავარისიახლეებისაზოგადოებალარი დაეცა, ბინის ფასები 12-ჯერ, სახლის ფასები 18 - ჯერ ...

ლარი დაეცა, ბინის ფასები 12-ჯერ, სახლის ფასები 18 – ჯერ გაიზარდა – საქსტატი

Published on

დღეს, 26 აპრილს საქსტატმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა ფასები როგორც საცხოვრებელი ბინების სექტორში, ასევე კერძო ბინებისაც.

კერძო სახლების ფასები 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება ბინებს, მისი ფასები საშუალოდ 12%-ით არის მომატებული. ეს ცვლილება ლარებში გამოხატულ ფასს ასახავს და მისი მთავარი ზრდა სავარუადოდ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდება.

მთლიანად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი(RPPI) 13.6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით – 2%-ით. RPPI ფარავს მხოლოდ თბილისს და ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს. 

თბილისში უბნების მიხედვით, ახალაშენებულ სახლებში კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ღირებულება მთაწმინდაზე დაფიქსირდა, სადაც ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 4,236 ლარი ღირს, ყველაზე დაბალი ფასი კი სამგორშია, სადაც კვადრატული 2,359 ლარი ღირს. 

1 მ ფასი ბინების სექტორში (ლარი):

  1. მთაწმინდა – 1 მ2  4 236
  2. ვაკე – 1 მ2   3 774 
  3. საბურთალო – 1 მ3 236 
  4. ჩუღურეთი – 1 მ 3 211
  5. კრწანისი– 1 მ2  3 000 
  6. დიდუბე –  1 მ2  2 929
  7. ნაძალადევი – 1 მ2 2 571
  8. ისანი -1 მ  2 529
  9. გლდანი -1 მ  2 490
  10. სამგორი -1 მ 2 359

1 მ ფასი კერძო სახლების სექტორში (ლარი):

  1. ვაკე – 1 მ2   3 687
  2. მთაწმინდა – 1 მ2  3 480
  3. დიდუბე –  1 მ2  2 860
  4. საბურთალო – 1 მ2 703 
  5. კრწანისი– 1 მ2  2 690
  6. ჩუღურეთი – 1 მ  2 471
  7. ისანი -1 მ  2 250
  8. ნაძალადევი –  1 მ1 992
  9. გლდანი -1 მ  2 490
  10. სამგორი -1 მ 2 359

სიახლეები

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...