მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია: ნიკა მელია ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან თავს მოახვია "მიუღებელი...

ელენე ხოშტარია: ნიკა მელია ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან თავს მოახვია “მიუღებელი გამოსავალი”

Published on

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნიკა მელია ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან თავს მოახვია “მიუღებელი გამოსავალი”. ამის შესახებ მან მთავარის ეთერში ისაუბრა.

“ნიკა მელია, პრაქტიკულად, ჩავაყენეთ უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც მის უკითხავად მას თავს მოვახვიეთ პრინციპულად მიუღებელი გამოსავალი — როგორც გირაო, ასევე, ამნისტია. მორალურად, პოლიტიკურად ყველაზე მიუღებელი”, — განაცხადა ხოშტარიამ.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა წერია, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, “პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად” აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინონ ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს.ამნისტია შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. პროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ამავე დღეს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...