მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში გაიმართოს ''- პუტინის...

,,ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში გაიმართოს ”- პუტინის თანაშემწე უშაკოვი

Published on

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში გაიმართოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, –   თქვა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

უშაკოვის ცნობით, უკვე განიხილება “კონკრეტული თარიღები” ივნისში, თუმცა ეს თარიღები არ დაუკონკრეტებია. პუტინის თანაშემწის თქმით, შეხვედრის ჩატარების განზრახვაზე ამერიკული მხარიდან “არის სიგნალები”, თუმცა სამუშაო დონეზე სამიტის განხილვა ჯერ არ მიმდინარეობს.

აქამდე კრემლი ამბობდა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ  ნაადრევია.

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი  გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან “უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა”.

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა. 

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში  შეიყვანა.

გასულ თვეს  ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებს, რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა: “ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის”.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...