მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ალტერნატივა ან სააკაშვილი, ან ბიძინა ივანიშვილი არარელევანტურია'' სალომე სამადაშვილი

,,ალტერნატივა ან სააკაშვილი, ან ბიძინა ივანიშვილი არარელევანტურია” სალომე სამადაშვილი

Published on

,, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა, რომ ან ის ან ბიძინა ივანიშვილი” არარელევანტურია. – განაცხადა პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

“სააკაშვილს საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება ქვეყანაში. სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ მას საკუთარი პოლიტიკური ჩართულობისთვის ისეთი გზა მოეძებნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას. ეს გზა, ჩემი აზრით, ალბათ, პირველ რიგში, კარგი იქნებოდა იმით დავიწყოთ, რომ განსხვავებული აზრის ყველა ოპოზიციური პარტია არ იქნას შერაცხული გარიგებულად ხელისუფლებასთან. ეს იქნებოდა სწორი დასაწყისი. განსაკუთრებით, როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და მერე გიწევს იმ ხალხთან თანამშრომლობა, რომელთაც გარიგებულს ეძახი რამდენიმე კვირის თუ დღის წინ. მე მგონი, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა”, — განაცხადა მან.

კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა სწორი სააკაშვილის უფრო დისტანცირება პოლიტიკური პროცესებიდან, სამადაშვილი აცხადებს, რომ ეს თავად სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

“ეს მისი არჩევანი არის. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა, რომ ან ის ან ბიძინა, ეს ალტერნატივა აღარ არის რელევანტური ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ორპოლუსიანობა არ არის რელევანტური და არც იმას ეხმარება, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში შეიცვალოს არჩევნების გზით”, — განაცხადა მან.

სალომე სამადაშვილმა პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით პარტიისგან განსხვავებული აზრის გამო, ენმ დატოვა. როგორც ის ამბობს, მათი გზები “ამ ეტაპზე ნამდვილად გაიყარა

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...