ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებაა

0
358

სალხინოს ეკლესიის ეზოში – ხმაური და უკმაყოფილებ,ადგილობრივი მკვიდრის, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა. ადგილზე მივიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალხინოს ტაძარში გეგმავს წირვის ჩატარებას. თავდაპირველად მრევლის ნაწილი მას ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მიტროპოლიტმა ეკლესიამდე მისვლა მოახერხა და ამ დროისათვის ტაძარში უკვე წირვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რაც შეეხება ბიზნესმენ კეკუტიას- ბოლო დღეებში ის აქტიურად ჩნდება ეპარქიაში, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. მამა დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, ამბობს, რომ კეკუტიას იმ ტერიტორიაზე, სადაც სალხინოს ტაძარია, ბიზნესინტერესები აქვს. მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს დასახვედრად დღეს ტაძარიც მოამზადეს და ერთადერთი თხოვნა რაც მასთან ჰქონდათ იყო ის, რომ იქ კეკუტია არ მიეყვანა. სალხინოში, მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ ჯერ კიდევ გუშინდლიდან ვრცელდება ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით, გვიან ღამით სპეციალური მიმართვაც გაავრცელა მეუფე სტეფანემ.

წინა სტატიაზუგდიდში დააკავეს პირი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 10 ათასი ლარი მოიპარა
შემდეგი სტატია,,ალტერნატივა ან სააკაშვილი, ან ბიძინა ივანიშვილი არარელევანტურია” სალომე სამადაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური