მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირი 600 ლარით დააჯარიმა -საია

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირი 600 ლარით დააჯარიმა -საია

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ზუგდიდის სასამართლომ მოზარდის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულს 600-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

„საია იცავდა არასრულწლოვანს, რომელის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი  და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, ,,საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა.“ 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და  გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სიახლეები

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში...

არა მგონია, წალენჯიხაში მოეწონოთ, ტრუსიკიანმა კაცმა “ფერარით” რომ გაიშხუილა – არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წალენჯიხაში კახა კალაძის ჩასვლაზე საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით...

რუსეთის იერიშებს ზაპოროჟიესა და დნეპრზე მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიეში რუსული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, დაჭრილთა შორის ბავშვიცაა. უხელ რუსეთის სამიზნე...

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ადვოკატმა...