მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკომ პარტია ,,გირჩის" საარჩევნო სია ჩახსნა

ცესკომ პარტია ,,გირჩის” საარჩევნო სია ჩახსნა

Published on

პარტია “გირჩის” საარჩევნო სია ჩაიხსნა. განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით.

გირჩის” სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

შეგახსენებთ, პარტიული სიის ჩახსნის შესახებ “გირჩის” გადაწყვეტილება ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება.

პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს “გირჩის” სიით პარლამენტში შესული ქალი დეპუტატი – სალომე მუჯირი, რომლის ადგილსაც სწორედ რაქვიაშვილი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “გირჩმა” 4 მანდატი მოიპოვა. აქედდან ერთ-ერთი მანდატი ეკუთვნის პარტიის ყოფილ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...