მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭყონდიდის ეპისკოპოსს ეკლესიასთან ელოდებიან

ჭყონდიდის ეპისკოპოსს ეკლესიასთან ელოდებიან

Published on

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის ეკლესიასთან, სადაც ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე წირვას ატარებს, ის სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებიც 22 აპრილს სალხინოს მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან ის პირები, რომლებსაც მანამდე ეპისკოპოსმა მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

მღვდელ დანიელ გვილავას განცხადებით, ეკლესიაში მოვიდა რათა მრევლისგან შენდობა ითხოვოს მომხდარი დაპირისპირების გამო.

“ცუდი ფონი იყო და ჩემ სისუსტეს ვაღიარებ. იქ იყო ხმამაღლა საუბარი მოშლილი ნერვებით, რომელიც არ ეკადრება მაღალსულიერებას. არ მაქვს მაღალ სულიერებაზე პრეტენზია. უბრალოდ თემა და პრობლემა ეკლესიაში იმდენად მძიმეა, მტკივნეულია, რომ ჩემი სულიერება ამას არ ეყო” – განაცხადა მამა დანიელმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, რატომ დააანონსა ეპისკოპოსმა და რატომ მოუწოდა მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ბზობის დღესასწაულზე მოსულიყვნენ სწორედ სალხინოს ტაძარში და დასწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას – „რატომ არ შეიძლება მორწმუნეები იმ ეკლესიებში მივიდნენ, სადაც ჩვეულებრივ დადიან“.

მამა ანანია კალანდიას განცხადებით კი, ის დღეს მეუფე სტეფანესგან ახალი “სასჯელის” მოლოდინშია.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეკლესიაში მოსული მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები ამბობენ, რომ სასულიერო პირებს ტაძარში არ შეუშვებენ.

თავის მხრივ, სასულიერო პირები ტაძრის ეზოში ელოდებიან ლოცვის დასრულებას რათა ჭყონდიდის ეპისკოპოსთან გასაუბრება შეძლონ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...