მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სასურველია, სასაფლაოზე ოჯახის 1 ან 2 წევრი წავიდეს" - ამირან გამყრელიძე

,,სასურველია, სასაფლაოზე ოჯახის 1 ან 2 წევრი წავიდეს” – ამირან გამყრელიძე

Published on

,,დამოკიდებულია ამ კვირასა და მომავალ კვირას როგორი ეპიდსიტუაციით გავივლით”, – ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ “ინფო რუსთავის” მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ მოხდება სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით მკაცრი კონტროლის დაწესება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თუ ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ და დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იქნება საჭირო, სასურველია, სასაფლაოზე ოჯახის 1 ან 2 წევრი წავიდეს.

“კიდევ თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. გავიდეთ სასაფლაოზე როგორც წესია, ოჯახიდან 1 ან 2 ადამიანი და ავანთოთ სანთელი”, – აცხადებს გამყრელიძე.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...