მთავარისიახლეებისაზოგადოებარიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა [Video]

Published on

რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია -ნამოხვანჰესის კაბალური ხელშეკრულების წინააღმდეგ, ზუგდიდშიც გაიმართა.

აქცია ტარდება რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობის ლიდერების საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ერთდროულად საქართველოს ყველა ქალაქში . ავტომანქანებით შეკრება ავტოსადგურთან, სოხუმის ქუჩის თავში დაიგეგმა. ზუგდიდში აქციას ორგანიზება “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ გაუკეთა. ავტოკოლონა ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიიდან დაიძრა და საყვირების ფონზე მსვლელობით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან გადაინაცვალა. აქციის მონაწილეებმა გუბერნიის წინ რიონის მცველების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “ქართული მიწა არ იყიდება”, ” არა ნამოხვანჰესს”.

“დღეს, საქართვეელოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ის არ არის ხალხის მსახურების ერთგულ ფორმატში არასოდეს და თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ უგულებელჰყო რიონის მცველების და სრულიად ამ საკითხის გარშემო გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეების ნება. არავინ დაუშვებს ქართველების ზურგს უკან საქართველოს მიწის გაყიდვას. “- განაცხადა “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ.

“ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.სწორედ გუშინ, 23 აპრილს ამოიწურა ის ვადა, რომელიც რიონის ხეობის მცველებმა ირაკლი ღარიბაშვილს და ხელისუფლებას მისცეს. ისინი სამი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ, თუმცა საღამოს მათ პრემიერის წარმომადგენელი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სამიდან ორი მოთხოვნა – ბარიკადების აღება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება დაკმაყოფილდებოდა. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათთვის ეს მიუღებელია. მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ რიონის ხეობის მცველებმა 23 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები დააანონსეს


სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...