პრეზიდენტი კომენდანტის საათის დროს სვეტიცხოველში წირვას დაესწრო

0
443

საქართველოს პრეზიდენტი კომენდანტის საათის დროს სვეტიცხოველში წირვას დაესწრო.

ტაძრიდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვებს არ უპასუხა.

ერთერთმა სასულიერო პირმა ჟურნალისტებს არ მისცა საშუალება, პრეზიდენტისთვის კითხვები დაესვათ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტაძარში სალოცავად იყო მისული.

„საქართველოს პრეზიდენტს უნდოდა ელოცა საქართველოს გაერთიანებითვის, ლაზარეს აღდგინების დღეა. რატომ მოითხოვს, რომ იმან თქვას. სად გაიზარდეთ, ხალხო? მოვიდა წირვაზე, ილოცა. ერთი საათი მაინც სჭირდება, რომ დალაგდეს, მიიღოს, ის ეზიარა. თქვენ კიდე მოდიხართ და ეს როგორ არის, ის როგორ არის”, – ამბობს მღვდელმსახური.

საქართველოში კომენდანტის საათის დროს, 21:00-დან 05:00საათამდე გადაადგილება 2020 წლის 28 ნოემბრიდან იკრძალება. 

წინა სტატია,,სასურველია, სასაფლაოზე ოჯახის 1 ან 2 წევრი წავიდეს” – ამირან გამყრელიძე
შემდეგი სტატიარიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური