მთავარისიახლეებისაზოგადოებანამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები: 23 მაისს საზოგადოება გვიხილავს თბილისში

ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები: 23 მაისს საზოგადოება გვიხილავს თბილისში

Published on

“რიონის მცველები” თბილისში აქციებს აანონსებენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობამ მათი იგნორირება გადაწყვიტა, ამიტომაც 23 მაისს ისინი თბილისში გამართავენ აქციას.

პროტესტის ერთერთი ორგანიზატორი, მირზა ნოზაძე ამბობს, რომ მთავრობის პოზიცია, ჰესი აშენდეს, მათთვის მიუღებელია. ნოზაძის თქმით, არსებობს კითხვები, რომლებზეც ხელისუფლება პასუხებს არ სცემს საზოგადოებას, ამიტომაც მშენებლობის გაგრძელება დაუშვებელია.

„ხელისუფლებამ აირჩია მოთხოვნების არდაკმაყოფილების და პროტესტის იგნორის გზა. გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება გააგრძელებდა იგივე ნარატივს, რომ პროტესტის მონაწილეები არ არიან მათი მთავარი დიალოგის მეორე მხარე და ისინი აგრძელებენ ურთიერთობას, რომ ჰესი აშენდება. ცდილობენ გაამართლონ მათი შეცდომები ხელშეკრულების დადებაში. სანამ კითხვებზე პასუხები არ გვექნება, პროტესტი გადავა ესკალაციაში. 

რადგან შევდივართ ვნების კვირეულში და შემდეგ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში, ხოლო შემდეგი ორი შაბათ-კვირა დღის წესრიგი პოლიტიკური  აქციებისაა. გადავწყვიტეთ 23 მაისი უახლოეს თარიღად. ჩვენ 23 მაისს ქართული საზოგადოება და მხარდამჭერები გვიხილავენ თბილისში”, – ამბობს მირზა ნოზაძე.

ცოტა ხნით ადრე მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდება, ხოლო კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის. ამავე ცნობით, კომპანია ენკა ამ ეტაპზე პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს.

გუშინ, 23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ  სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას თვეებია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

“რიონის მცველების” თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...