მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, ნამდვილი გმირია – ვიოლა ფონ კრამონი

0
241
Dimitris Rallis (Botschafter von Griechenland in der Bundesrepublik Deutschland) Viola von Cramon (MdB, Sprecherin für EU-Außenbeziehungen, Bündnis 90/Die Grünen)

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ როგორც სხვა ევროპარლამენტარები, თავადაც მხარს უჭერს მიღწეულ შეთანხმებას.

კრამონი თავის პოსტში წერს, რომ ის სოლიდარულია ასევე, სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელმაც თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, დოკუმენტს ხელი მოაწერა.

“მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე. ის ნამდვილი გმირია. სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს,” – წერს კრამონი.

წინა სტატიანამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები: 23 მაისს საზოგადოება გვიხილავს თბილისში
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირი 600 ლარით დააჯარიმა -საია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური