მოსანანიებელი ვადა იწურება – მღვდელ-მონაზვნები განკვეთის მოლოდინში

0
244

მღვდელმონაზვნები განკვეთის მოლოდინში – მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის გამო სამ სასულიერო პირს მონანიებისთვის დრო მისცა და ეს ვადა დღეს იწურება.

მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, იმ შემთხვევაში თუ იღუმენი დანიელი, დიაკონი ანანია და ბერდიაკონი პეტრე ღუდუშაური მის წინაშე “ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხს” არ მოინანიებენ, მათ ეკლესიიდან განკვეთს.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ.

გაფრთხილებული სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ მოსანანიებელი არაფერი აქვთ.

წინა სტატიაჭყონდიდის ეპისკოპოსს ეკლესიასთან ელოდებიან
შემდეგი სტატია,,სასურველია, სასაფლაოზე ოჯახის 1 ან 2 წევრი წავიდეს” – ამირან გამყრელიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური