არა 20 ივნისის ამნისტიას – სამოქალაქო აქტივისტები აქციებს იწყებენ

0
360

არა 20 ივნისის ამნისტიას – სისხლიანი ღამის დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები ახალ საპროტესტო აქციებს იწყებენ. პირველი შეკრება რუსთაველის გამზირზე ხვალაა დაანონსებული.

20-21 ივნისს  დაზარალებულები პარლამენტთან 27 აპრილსაც შეიკრიბებიან, როცა ქართული ოცნება კანონპროექტს ოფიციალურად დაარეგისტრირებს. 

სისხლიანი ღამის დაზარალებულები ამბობენ რომ 20 ივნისის ამნისტია ანტისახელმწიფოებრივია, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის – გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებას.

მათივე თქმით, კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი დამნაშავე სამართალდამცავები, ისე დაზარალებულები, რაც ამორალური და დანაშაულებრივია.

20 ივნისის დაზარალებულებმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.

წინა სტატია,, ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაკომენდანტის საათის დროს, ახმეტაში ორი მაღაზია გაქურდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური