მთავარისიახლეებიმედიცინასამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია რუხის საავადმყოფოშიც ჩატარდება - ჯანდაცვის მინისტრი

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია რუხის საავადმყოფოშიც ჩატარდება – ჯანდაცვის მინისტრი

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია რუხის საავადმყოფოშიც ჩატარდება. მანამდე მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდებოდა. რუხის საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე. მინისტრის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს:

“რა თქმა უნდა, რუხის კლინიკა, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული კოვიდმართვაში, მნიშვნელოვანი იყო ჩართულიყო ვაქცინაციის პროცესში. დღეს ჩვენ გავხსენით რუხის კლინიკაში ვაქცინაციის კაბინეტი, სადაც ხელმისაწვდომობა ექნებათ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტეეიტორიაზე”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრი რუხის კლინიკაში მოადგილესთან ერთად შეხვდა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მინისტრის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კოვიდპანდემიას და ვაქცინაციის პროცესს.

მანამდე ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო ენგურის ხიდზე, აფხაზეთიდან გადმომსვლელთა ტესტირების პროცესს. ისინი 19 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, სწრაფ ტესტებს დაექვემდებარებიან.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...