მთავარისიახლეებისაზოგადოებამერიის ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული დადგენილება გაუქმდა დემონტაჟის ნაწილში, ხოლო ძალაში დარჩა ჯარიმის...

მერიის ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული დადგენილება გაუქმდა დემონტაჟის ნაწილში, ხოლო ძალაში დარჩა ჯარიმის ნაწილი- მერიის პასუხი თენგიზ ჯგუშიას

Published on

ზუგდიდის მერიამ თენგიზ ჯგუშიას უპასუხა: “შპს „კოლხეთ ცემენტის“ ფუნქციონირებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ნებართვა არ გაუცია. კერძოდ, შპს „კოლხეთი ცემენტი“, ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნებართვო შენებლობის წარმოებაზე დაჯარიმდა 4000 ლარით, ასევე შპს-ს დირექტორს დაევალა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.
შპს „კოლხეთ ცემენტის“ დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით ითხოვა დემონტაჟისა და ჯარიმის გაუქმება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომპანიამ წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

მერიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული დადგენილება გაუქმდა დემონტაჟის ნაწილში, ხოლო ძალაში დარჩა ჯარიმის ნაწილი.
იმისთვის, რომ აღნიშნულმა კომპანიამ განაგრძოს საქმიანობა, საჭიროებს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელსაც გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა საქმიანობაზე ნებართვა.”- აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თენგიზ ჯგუშიამ მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარცელი შეიტანა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...