შარლ მიშელმა საქართველო უკვე დატოვა

0
373

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 20 აპრილს ჩამოვიდა. ის შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერს, ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში მიშელის პატივსაცემად ვახშამი გაიმართა, სადაც მხარეებმა შეთანხმების დოკუმენტზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.

წინა სტატიაგიორგი რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დათო შარტავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური