“სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს” – გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

0
251

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილს განცხადებას შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით “სწორს” უწოდებს.

“სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში. ამისთვის ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციურ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოთ”, — წერს უგულავა.

ექსპრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს მოუწოდა, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. გარდა ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ წინაპირობა მელიას უპირობო გათავისუფლება უნდა იყოს.

წინა სტატია,, მოვუწოდებ ენმ-ს ხელი მოაწეროს დოკუმენტს მას შემდეგ, რაც მელია დატოვებს ციხეს” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას გუნდის წევრები შარლ მიშელის, მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური