მთავარისიახლეებიპოლიტიკაშარლ მიშელი თბილისში ჩამოდის. ვის შეხვდება მთავარი მედიატორი?

შარლ მიშელი თბილისში ჩამოდის. ვის შეხვდება მთავარი მედიატორი?

Published on

დღეს, 20 აპრილს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვა. უკვე ცნობილია, რომ მიშელის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვება. 

პირველადი ინფორმაციით, ის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება, რის შემდეგაც 16.30-16.50 საათისთვის ისინი მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

მოგვიანებით, დაგეგმილია შარლ მიშელისა და პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით მხარეები ერთმანეთს პირისპირ უნდა ესაუბრონ, თუმცა როგორც ცნობილია ღარიბაშვილი ამ დრომდე იზოლაციაში რჩება. 

უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება შეხვედრა პრემიერთან. 

ასევე უცნობია რა დროს შეხვდება მიშელი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. თუმცა ცნობილია, რომ ეს ვიზიტი პარლამენტში შედგება.

დღის ბოლოს, 21:00-22.30 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილი სადილს გამართავს.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...