გიორგი გახარიას გუნდის წევრები შარლ მიშელის, მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ

0
303

გიორგი გახარიას გუნდის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ.

მათგან 4 დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე დოკუმენტს ხელს დღეს, 20 აპრილს მოაწერენ. რაც შეეხება დანარჩენ ორ დეპუტატს, ალექსანდრე მოწერელია თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი კორონავირუსი აქვს.

“ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვისა და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ხელმოწერასთან ერთად ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა, შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების, სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე”,- თქვა გიორგი ხოჯევანიშვილმ

წინა სტატია“სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს” – გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი თბილისში ჩამოდის. ვის შეხვდება მთავარი მედიატორი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური