ეს გადაწყვეტილება ნათელი ნაბიჯია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ – ევროკავშირის წარმომადგენლები 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმებიან

0
316

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმება.

“მივესალმები გუშინ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია. ყველა დეპუტატს ხელმოწერისკენ მოვუწოდებ, შეუერთდით პარლამენტს და იმუშავეთ გამბედაობით, რომ განახორციელოთ ევროკავშირის შუამავლობით [მიღწეული] შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის”. – წერს ჯოზეფ ბორელი . 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ ნათელი ნაბიჯია.

როგორც ანა ფოტიგამ twitter-ზე დაწერა, ის ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებასა და დოკუმენტში გაწერილი ვალდებულების შესრულებას ელოდება.

“გუშინდელი საერთო შეთანხმება საქართველოს მკაფიო ნაბიჯია ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ. მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ ამ ძალისხმევის სათავეში იყო. ველი, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს”,- წერს ანა ფოტიგა.

წინა სტატიაშარლ მიშელი თბილისში ჩამოდის. ვის შეხვდება მთავარი მედიატორი?
შემდეგი სტატიაჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის საავადმყოფო სამედიცინო აპარატურით აღჭურვა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური