მთავარისიახლეებიპოლიტიკადეკანოიძე: კატეგორიულად მიუღებელია სამადაშვილზე თავდასხმა, ყველას ვთხოვ თავშეკავებას

დეკანოიძე: კატეგორიულად მიუღებელია სამადაშვილზე თავდასხმა, ყველას ვთხოვ თავშეკავებას

Published on

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილ თანაგუნდელზე, სალომე სამადაშვილზე პერსონალური თავდასხმა. დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე გავრცელებული სტატუსით მოუწოდებს სხვებსაც, თავი შეიკავონ განსხვავებული პოზიციის მიუღებლობისგან. 

“ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთის აზრისა და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის.

სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო [სალომე] ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ”, – წერს ის. 

მას შემდეგ, რაც სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ენმ-სგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, ფეისბუქზე ამას მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. 

სალომე სამადაშვილმა ჯერ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ “პაუზას” იღებს და ენმ-ს სახელით მოლაპარაკებებზე აღარ ივლის, მოგვიანებით კი ფეისბუქზე სტატუსი დაწერა თავის პარტიაზე, რომ “ამ გაუგებრობაში მისი ადგილი არაა”.

“სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ “მოღალატეს” დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები”, – წერს ის. 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...