რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

0
382

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ქვეყანა დღეს, 19 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. საპროტესტო ნოტა ჩეხეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 17 აპრილს 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს “არაკეთილგანწყობილი ქმედებაა”.

წინა სტატიაამ შეხვედრაზე არა ქართულ ოცნებასთან, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან – მდინარაძის განმარტება
შემდეგი სტატიადღეიდან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური